პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ობამა - ვიდრე კანადის მსგავს მოკავშირეებს ვიშორებთ, თეთრი სახლი პუტინის წინაშე მუხლს იდრეკს და ყიდის უკრაინელებს

თეთრი სახლი პუტინის წინაშე მუხლს იდრეკს და ყიდის უკრაინელებს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა."ვიდრე კანადის მსგავს მოკავშირეებს ვიშორებთ, თეთრი სახლი პუტინის წინაშე მუხლს იდრეკს და ყიდის უკრაინელებს, რომლებიც...

ობამა - ვიდრე კანადის მსგავს მოკავშირეებს ვიშორებთ, თეთრი სახლი პუტინის წინაშე მუხლს იდრეკს და ყიდის უკრაინელებს
ფოტო: ფრონტნიუსი

თეთრი სახლი პუტინის წინაშე მუხლს იდრეკს და ყიდის უკრაინელებს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა."ვიდრე კანადის მსგავს მოკავშირეებს ვიშორებთ, თეთრი სახლი პუტინის წინაშე მუხლს იდრეკს და ყიდის უკრაინელებს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან“, – განაცხადა ობამამ.ამასთან, ბარაკ ობამას განცხადებით, ომი თავად ტრამპის ადმინისტრაციამ აირჩია და ტარიფებიც თავიანთი არჩევანით დააწესეს. ობამას განმარტებით, სწორედ ამიტომ იზრდება ფასები და ძვირდება ბენზინი.აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპი ირანზე თავდასხმის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდა, ბირთვული პროგრამა კი შეზღუდული იყო."მე შევქმენი შეთანხმება, რომელიც ირანს ბირთვული იარაღის შექმნას უზღუდავდა. რაკეტების გაშვება არ დამჭირვებია, დიპლომატიას მივმართე“, – განაცხადა ობამამ.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge გამოქვეყნდა 29.10.2026, 13:12. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ობამა ტრამპზე: თეთრი სახლი პუტინის წინაშე მუხლს იყრის და უკრაინელებს ყიდისლიბერალი · 07:13 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ