თბილისში ბელარუს ტურისტ ქალს სცემეს – რუსული მედია
რუსული მედიის თანახმად, თბილისში ბელარუს ტურისტ ქალს სცემეს. BAZA-ს და Lenta.ru-ს ცნობით, ტურისტმა, ფიტნესის მწვრთნელმა ქალმა მინსკიდან, განაცხადა, რომ კაცმა თბილისის სადგურზე სახეში დაარტყა იმის გამო, რომ მეგობარს რუსულად ესაუბრებოდა. ამავე ინფორმაციით, ტურისტმა პოლიციას მიმართა და მათ კაცი…
რუსული მედიის თანახმად, თბილისში ბელარუს ტურისტ ქალს სცემეს.
BAZA-ს და Lenta.ru-ს ცნობით, ტურისტმა, ფიტნესის მწვრთნელმა ქალმა მინსკიდან, განაცხადა, რომ კაცმა თბილისის სადგურზე სახეში დაარტყა იმის გამო, რომ მეგობარს რუსულად ესაუბრებოდა.
ამავე ინფორმაციით, ტურისტმა პოლიციას მიმართა და მათ კაცი განყოფილებაში გადაიყვანეს.
დაკავებულმა კაცმა განაცხადა, რომ ინციდენტი არა რუსულად საუბარს, არამედ იმას მოჰყვა, რომ ქალმა გაცნობაზე უთხრა უარი “უხეშად”.
ქალმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ პოლიციამ მოკვლევა ჩაატარა და საქმე სასამართლოს გადასცა, ტურისტები კი საქმის განხილვის პერიოდში ქვეყანაში არ დააყოვნეს.
SAY.GE · თბილისი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე


