ელენე ხოშტარია - ვიღებ მილოცვებს! პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია „დროა“ სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი
ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია! - ვიღებ მილოცვებს!
06.11.2026 / 13:37
ელენე ხოშტარია - ვიღებ მილოცვებს! პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია „დროა“ სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი
ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია! - ვიღებ მილოცვებს! - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის ის და მისი პარტია „დროა“, სასურველები რომ იყვნენ, „თავიც ექნებოდა მოსაკლავი“.
“ვიღებ მილოცვებს! პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია „დროა“, სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი.
რა თქმა უნდა, ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა. ეს ნამდვილად პატივია! თუმცა, რუსეთისთვის თითოეული პროქართული, მაშასადამე, პროევროპული პარტია სწორედაც რომ მტრულია. ამიტომაც კრძალავს “ქართული ოცნება” მათ. მეტიც, ყველა პროქართველი საქართველოს მოქალაქეც მტერია პუტინისთვის.
საბედნიეროდ, ჩვენ უმრავლესობაში ვართ, ხოლო შალვა პაპუაშვილები - სრულ უმცირესობაში. ბოლომდე!“ - წერს ელენე ხოშტარია.
ინფორმაციისთვის, ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.

