პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ნინო წილოსანი ევროკომისიის ანგარიშზე: ქართველ ხალხს გამოუმუშავდა უარყოფითი დამოკიდებულება ამ ანგარიშების მიმართ, სადაც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საფარქვეშ, რეალურად გვთხოვენ მათი აგენტურის გადარჩენას

მმართველ გუნდში საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. ოფიციალური პარიზი ძალადობრივ ქმედებებს გმობს, თბილისში კი ევროპის ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ.„ქართულ ოცნებაში“ აინტერ...

ნინო წილოსანი ევროკომისიის ანგარიშზე: ქართველ ხალხს გამოუმუშავდა უარყოფითი დამოკიდებულება ამ ანგარიშების მიმართ, სადაც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საფარქვეშ, რეალურად გვთხოვენ მათი აგენტურის გადარჩენას
ფოტო: ინფო 9

მმართველ გუნდში საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. ოფიციალური პარიზი ძალადობრივ ქმედებებს გმობს, თბილისში კი ევროპის ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ.

„ქართულ ოცნებაში“ აინტერესებთ, მაშინ, როდესაც პარიზში მოლოტოვის კოქტეილის სროლა მკვლელობის მცდელობად ფასდება, რატომ არ ჰქონდა ევროპას ანალოგიური მიდგომა თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და რატომ ახალისებდა ევროკავშირი „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას საქართველოში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ნინო წილოსანის თქმით, იმ დროს, როდესაც პარიზში „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა მკვლელობის მცდელობად და მკაცრად დასასჯელ ქმედებად ფასდება, თბილისში მსგავსი ფაქტები თავის დროზე ევროპული კრიტიკის ობიექტი ხდებოდა.

„როდესაც ჩვენ ორმაგ სტანდარტზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ რაც მათი ქვეყნისთვის არის მიუღებელი, იგივე დაუშვებელია საქართველოს შემთხვევაშიც. „მოლოტოვის კოქტეილის“ მაგალითიც რომ ავიღოთ, როდესაც ადამიანს იმეტებ დაწვისთვის და ეს მკვლელობის მცდელობა არის - ზუსტად ასე შეფასდა ეს საფრანგეთში. ჩვენს შემთხვევაში კი გახდით კრიტიკისა და არაერთ ანგარიშში მოხვედრის ობიექტი.

თუმცა, ძალიან მარტივად იკითხება, რომ ეს ანგარიშები და ეს განცხადებები კეთდება იმისთვის, რომ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აიკრძალოს, გათავისუფლდნენ ისეთი დამნაშავეები, როგორიც თავის დროზე იყო „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი, პოლიციელზე ხელის დამრტყმელი და სხვა. ჩვენ ადრეც გვახსენდება ეს ანგარიშები, თუნდაც ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ როგორ კეთდებოდა. ზუსტად ამიტომ, ქართველ ხალხს გამოუმუშავდა ძალიან დიდი უარყოფითი დამოკიდებულება ამ ანგარიშების მიმართ, სადაც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საფარქვეშ, რეალურად გვთხოვენ მათი აგენტურის გადარჩენას“, - აცხადებს ნინო წილოსანი.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 12:22. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ