პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შსს-ს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირებისგან დაკომპლექტებული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.პრესსამსახურ

შსს-ს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
ფოტო: ფრონტნიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირებისგან დაკომპლექტებული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს თურქეთის ეროვნული პოლიციის კონტრაბანდასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის, ინტერპოლისა და ევროპოლის დეპარტამენტის, ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო აკადემიის, ასევე, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული თანამშრომლობა, სამომავლო გეგმები და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 06.11.2026, 10:49. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდაინფო 9 · 10:34 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ