კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ 41 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა,
05.11.2026 / 15:50
კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ 41 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაცია კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ეს მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ გონებით არ მიიღება. ისინი გულითაც მიიღება“, - აცხადებს რონალდუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების მაისურით 234 მატჩი ჩაატარა და 146 გოლი გაიტანა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი სანაკრებო დონეზე ჩატარებული მატჩებისა და გოლების რაოდენობით ყველა დროის რეკორდს ფლობს.
რონალდუ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი (2016) და ორგზის უეფას ერთა ლიგის გამარჯვებულია (2019, 2025).
SAY.GE · კრიშტიანუ (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულაForbes Georgia · 16:05
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 

