ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ - საწვავის გაიაფება პოპულიზმი არ არის, სხვა ქვეყნებმა აქციზის შემცირებით ეს უკვე შეძლეს

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ განცხადებით, საწვავის გაიაფება პოპულიზმი არ არის და სხვა ქვეყნებმა აქციზის

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ - საწვავის გაიაფება პოპულიზმი არ არის, სხვა ქვეყნებმა აქციზის შემცირებით ეს უკვე შეძლეს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ განცხადებით, საწვავის გაიაფება პოპულიზმი არ არის და სხვა ქვეყნებმა აქციზის შემცირებით ეს უკვე შეძლეს.

ასოციაცია ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საწვავზე აქციზის შემცირებაზე საუბარი სპეკულაციაა.

„ასოციაცია უკვე თვეზე მეტია სხვადასხვა ფორმატში მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას და დეტალურ გაანგარიშებებს იმასთან დაკავშირებით თუ რა დადებით შედეგს მოუტანს საზოგადოებას საწვავზე აქციზის განაკვეთის განახევრება. ასოციაციის მთავარი მიზანია, არა სპეკულაცია, არამედ შედეგზე ორიენტირებული, რეალურად ღირებული პოლიტიკის განხორციელება, რომელიც, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის იქნება სასარგებლო.

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აქციზის განაკვეთის დროებითი ცვლილებით დღესვე შეგვიძლია საწვავის ფასი 25 თეთრამდე შევამციროთ. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებლობას მოგვცემს მოსახლეობას უფრო მეტი ფული დავუტოვოთ ჯიბეში, ამასთან მოცემული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბიზნესისთვის საწვავის ფასიდან გამომდინარე არსებული წნეხის შემცირებასაც.

ამასთან, გვსურს გამოვეხმაუროთ მცდარ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, თითქოს საწვავზე აქციზის განაკვეთის შემცირება ბიუჯეტში ისეთ დეფიციტს გამოიწვევს, რომლის დაკომპენსირება სხვადასხვა პროგრამისა თუ ინსტიტუტისთვის გამოყოფილი დაფინანსების შემცირების გარეშე ვერ მოხერხდება. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში მთავრობამ ნავთობპროდუქტების აქციზიდან 509 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. გამოდის, რომ დღესვე ბენზინსა და დიზელზე აქციზის განაკვეთის დროებითი განახევრების შემთხვევაში, ბიუჯეტს მაქსიმუმ 250 მილიონი ლარი დააკლდება. თუმცა, ეს მაქსიმალური მაჩვენებელია, ვინაიდან ნავთობპროდუქტების აქციზში შედის ისეთი პროდუქტებიც, რომლებზეც აქციზის განაკვეთის ცვლილებას არ ვეხებით. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რამდენად შესაძლებელია ამ თანხის დაკომპენსირება. თვალსაჩინოებისთვის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ ამავე პერიოდში მხოლოდ ფიზიკური პირების ჯარიმა-საურავებიდან ბიუჯეტმა 127 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელზე 150%-ით მეტია. აქედან გამომდინარე, დანაკლისის დაკომპესირება შესაძლებელია.

მოცემულ პოლიტიკას უკვე ატარებს არაერთი ევროპული ქვეყანა. მაგალითისთვის, გერმანიის ფედერაციული მთავრობის გადაწყვეტილებით, საგადასახადო შეღავათებით, სექტემბერში 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება 17 ცენტით შემცირდა. ესპანეთმა ასევე საგადასახადო შეღავათების ძალით ლიტრი საწვავის ღირებულება ოქტომბერში 20 ცენტით შეამცირა ცალკე უნდა აღინიშნოს პოლონეთის მაგალითიც, კერძოდ, პოლონეთმა საწვავზე დღგ 23%-დან 8%-მდე შამცირა.

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადახედოს საკუთარ პოზიციებს და მოსახლეობისთვის ყველაზე სასარგებლო შედეგისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას“, - ნათქვამია განცხადებაში.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 15:48. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ