ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ლაგოდეხში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ლაგოდეხში შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, ვალერი ყოჩიაშვილი დაჭრეს. მას დაპირისპირების დროს დაზიანებები

ლაგოდეხში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

05.11.2026 / 13:16

ლაგოდეხში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ლაგოდეხში შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, ვალერი ყოჩიაშვილი დაჭრეს. მას დაპირისპირების დროს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ის დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მუცლის ღრუში დაზიანება მიაყენეს. დაჭრილი ლაგოდეხის კლინიკაში მოათავსეს და მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ვალერი ყოჩიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 13:16. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ