ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ლევან მაჭავარიანი საპროცესო შეთანხმებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, სახელმწიფო მათ აძლევს შანსს, ყველაფერი გადააფასონ და ძალადობრივ, რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობა აღარ მიიღონ

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეებთან გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრა....

ლევან მაჭავარიანი საპროცესო შეთანხმებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, სახელმწიფო მათ აძლევს შანსს, ყველაფერი გადააფასონ და ძალადობრივ, რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობა აღარ მიიღონ
ფოტო: ინფო 9

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეებთან გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრა.

„4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ეს ჰუმანური ნაბიჯი გადაიდგა. ფაქტი სახეზეა: თუ არ ვცდები, უკვე ნახევარმა ან ნახევარზე მეტმა დაწერა აღიარება. შესაბამისად, როგორც დავპირდით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, სახელმწიფო აძლევს შანსს, ყველაფერი გადააფასონ და ძალადობრივ, რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობა აღარ მიიღონ.

ძალიან ბევრი ადამიანი ბულინგის ტყვეობაშია, ვინაიდან თავიანთი თანამებრძოლები (მათ შორის, საკუთარი შვილებიც - გვარებს არ დავასახელებ, ყველამ კარგად ვიცით) მათ საშინელ წნეხში, ფაშისტური მეთოდებით ატარებენ და აიძულებენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩნენ, რაც ძალიან ცუდია. ვისურვებდით, ყველას გადაეაზრებინა, გამოსულიყვნენ და ის დანაშაული აღარ ჩაედინათ“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 00:36. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ