ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

თემურ მღებრიშვილი - ხანძარი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის, გამოყვანილია ყველა შენობიდან

ხანძარი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის, გამოყვანილია ყველა შენობიდან, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა

თემურ მღებრიშვილი - ხანძარი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის, გამოყვანილია ყველა შენობიდან
ფოტო: ფრონტნიუსი

ხანძარი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის, გამოყვანილია ყველა შენობიდან, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ხანძრის კერა შახტაში იყო."ხანძარი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის. ამ დროისთვის მობილიზებულია 150 -მდე მეხანძრე-მაშველი, გამოყვანილი არიან მოქალაქეები უსაფრთხოდ. დამატებით მიმდინარეობს შენობის გადამოწმება.ვერ დაგიდასტურებთ, რომელ სართულზე იყო კერა, თუმცა გავრცელებული ხანძრის კერა შახტაში იყო. დაახლოებით, ქვედა სართულებზე იყო საწყისი. 25 სახანძრო და 150-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია "ფორმულას" ოფისია განთავსებული, ხანძარი დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 04.11.2026, 17:40. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ