ტრამპის თქმით, აშშ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას გეგმავს
ფოტო: Al Drago / Bloomberg via Getty Images file აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანა წლის ბოლომდე ისრაელს სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს. „ჩვენ აღარ გადავუხდით თანხებს ისრაელს. მე და ბიბი ნეთანიაჰუ შევთანხმდით, რომ ისრაელს წელიწადში $4 მილიარდს მივცემდით. თუმცა რამდენიმე თვის…
კითხვის სავარაუდო დრო 1 წუთი
ფოტო: Al Drago / Bloomberg via Getty Images file
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანა წლის ბოლომდე ისრაელს სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს.
„ჩვენ აღარ გადავუხდით თანხებს ისრაელს. მე და ბიბი ნეთანიაჰუ შევთანხმდით, რომ ისრაელს წელიწადში $4 მილიარდს მივცემდით. თუმცა რამდენიმე თვის წინ მოვილაპარაკეთ, რომ ამას შევწყვეტთ და ისინი ამაზე თანახმანი არიან. ისინი ძალიან წარმატებულ ქვეყნად იქცნენ. მათ ეს აღარ სჭირდებათ,“ – თქვა ტრამპმა.
ისრაელისთვის აშშ-ის პირდაპირი სამხედრო დახმარების ეტაპობრივი შეწყვეტის საკითხი უკვე რამდენიმე თვეა, განიხილება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანამ საბოლოოდ უარი უნდა თქვას აშშ-ის დახმარებაზე. მანამდე ნეთანიაჰუ გამოდიოდა წინადადებით, რომ პირდაპირი სამხედრო დახმარება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში სრულად გაუქმებულიყო.
კონგრესის კვლევითი სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მაისის ჩათვლით, აშშ-მა ისრაელს სამხედრო დახმარებისა და დაფინანსების სახით ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაახლოებით $174 მილიარდი გამოუყო.
ისრაელისთვის აშშ-ის საგრანტო დაფინანსების გაუქმება პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონგრესთან თანამშრომლობას მოითხოვს, რადგან სწორედ კონგრესმა დაამტკიცა და გამოყო მილიარდობით დოლარის მოცულობის ყოველწლიური დახმარება 2028 წლამდე.
კანონმდებლებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც დაფინანსების მიმართულებას შეცვლის. პირდაპირი ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, თანხები მიიმართება თავდაცვით ინვესტიციებისა და აშშ-სა და ისრაელს შორის სამხედრო ტექნოლოგიების ერთობლივი წარმოებისაკენ, მათ შორის, სარაკეტო თავდაცვისა და დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების სფეროში.
დავით ბერაძეI specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.


