ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ეკა სეფაშვილი: მიზეზები, რომლებიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია მოყვანილი, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს - აბა, ტყუილუბრალოდ, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეაფასა და გა...

ეკა სეფაშვილი: მიზეზები, რომლებიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია მოყვანილი, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს - აბა, ტყუილუბრალოდ, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას
ფოტო: ინფო 9
ეკა სეფაშვილი: მიზეზები, რომლებიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია მოყვანილი, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს - აბა, ტყუილუბრალოდ, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეაფასა და განაცხადა, რომ დოკუმენტში მოყვანილი მიზეზები საქართველოს მიმართ მხოლოდ მოგონილი საბაბია.

დეპუტატის თქმით, ევროკავშირს საქართველოში ისეთი ხელისუფლება სურს, რომელიც უპირობოდ შეასრულებს მის მითითებებს, ხოლო ანგარიშში ასახული რეალობა ადასტურებს, რომ ევროკომისიას დაკარგული აქვს ის ფუძემდებლური ღირებულებები, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ევროკომისიის გაფართოების ამ ანგარიშს, რომელიც ასახავს ისეთ რეალობას, რომელშიც საქართველოს ხილვა მხოლოდ მარიონეტ ქვეყნად სურთ. ესაა რეალობა და სწორედ ამას ასახავს ეს ანგარიშიც.

მიზეზები, რომლებიც ამ ანგარიშშია მოყვანილი და წლიდან წლამდე გვესმის, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს. აბა, ტყუილუბრალოდ, მოწმენდილ ცაზე, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას.

სწორედ ეს არის მიზეზი [გაფართოების ანგარიშის] - საქართველოში მხოლოდ მარიონეტული მთავრობა სურთ, რომელიც უპირობოდ შეასრულებს მათ მითითებებს, არ მიიღებს ისეთ კანონებს, რომლებიც ხელს უშლის ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას.

მათ ინტერესში ბევრი სხვადასხვა საკითხია - ომში ჩართვიდან დაწყებული, LGBT პროპაგანდით და არა მარტო პროპაგანდით დამთავრებული, აღარაფერს ვამბობ გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონმდებლობაზე - ამ რეალობას ასახავს ევროკავშირის ეს ანგარიში.

დიდი ხანია ვმუშაობ ევროინტეგრაციის საკითხებზე. ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორი დელიკატური ენით წერდნენ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს, როგორი აკადემიურობით აღნიშნავდნენ იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს უნდა შეესრულებინა, და როგორი თანამშრომლობითი ურთიერთობა იყო ნებისმიერი საკითხის შესრულებისას ან ნებისმიერ სფეროში პროგრესის მისაღწევად. ეს ანგარიში ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირში დღეს არის ის ევროკომისია, რომელსაც არ გააჩნია ის ფუძემდებლური ღირებულებები, რომლებიც ევროკავშირს უდევს საფუძვლად და რომლის გამოც უნდა საქართველოს და ქვეყნის მოსახლეობას ევროკავშირში ინტეგრაცია.

დღეს ჩვენ ვხედავთ იმ ღირებულებებს, რომელთაც ქართველი ხალხი არ აღიარებს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ რევოლუციის ამდენი მცდელობიდან წარმატებით ვერცერთი ვერ დაგვირგვინდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერც შემდგომი ნაბიჯები და შემდგომი მცდელობები (ამაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი იქნება) გამოიღებს ნაყოფს. მე ვგულისხმობ ძალადობრივი მეთოდით ხელისუფლების შეცვლას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 16:14. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ