ნიკოლოზ სამხარაძე - ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო უარს იტყვის იმაზე, რომ გაუგებარი წესით შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა დანიშნონ მოსამართლეები - საქართველოში სასამართლოს ბევრად უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში
ნებისმიერი თავმოყვარე და სუვერენული სახელმწიფო უარს იტყვის იმაზე, რომ გაუგებარი წესით შერჩეულმა
04.11.2026 / 15:37
ნიკოლოზ სამხარაძე - ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო უარს იტყვის იმაზე, რომ გაუგებარი წესით შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა დანიშნონ მოსამართლეები - საქართველოში სასამართლოს ბევრად უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში
ნებისმიერი თავმოყვარე და სუვერენული სახელმწიფო უარს იტყვის იმაზე, რომ გაუგებარი წესით შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა დანიშნონ მოსამართლეები ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის ანგარიშის პროექტის იმ ნაწილს, სადაც არსებული ინფორმაციით, საუბარია, რომ „საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ“.
მისი თქმით, „საქართველოში სასამართლოს ბევრად უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში”.
„ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს იმაზე, რომ ის არის არა თუ სუვერენული სახელმწიფო, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფო და თვითონ შეუძლია მართოს საკუთარი შიდა საქმეები, რა თქმა უნდა, უარს იტყვის იმაზე, რომ გაუგებარი წესით შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა, დანიშნონ მოსამართლეები ქვეყანაში. ეს ჩვენთვის არის მიუღებელი და ამის საჭიროება რატომ დგას, ესეც უნდა იყოს ახსნილი. პოლიტიკური რაღაც ზერელე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სასამართლოს არ აქვს რეიტინგი და ნდობა რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მისაღები არ არის, იმიტომ რომ საქართველოში სასამართლოს ბევრად უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. შესაბამისად, მაშინ ევროკავშირის ქვეყნებში მოსამართლეებს რომ დანიშნავენ, ჩვენგან ქართველებისგან შერჩეულ ექსპერტებს გავუგზავნით და მათ დანიშნონ ევროკავშირში მოსამართლეები. ეს რაღაც მეორეხარისხოვანი კლასის ქვეყნად საქართველოს მიჩნევა არის ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფა და ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ არგუმენტს ჩვენ ვერ გავიზიარებთ”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, დღეს ევროკომისიის ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს. მანამდე, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმაზე, თუ რა საკითხებზეა ანგარიშში საუბარი. როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანგარიშის თანახმად, „საქართველომ მართლმსაჯულების სისტემის ფართო რეფორმა უნდა დაიწყოს“. არსებული ინფორმაციით, ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ „უნდა შეიქმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ. შემოწმება უნდა შეეხოს როგორც კანდიდატებს, ისე მართლმსაჯულების სისტემაში ყველა მაღალ თანამდებობაზე ამჟამად დანიშნულ პირებს, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოსა და საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებს.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
ნიკოლოზ სამხარაძე: ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ შეუძლია შიდა საქმეები მართოს, უარს იტყვის, მოსამართლეები გაუგებარი წესით შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა დაუნიშნონინფო 9 · 15:01
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 
