ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯერ თურქეთში ჩავა, სადაც...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა
ფოტო: ინფო 9
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯერ თურქეთში ჩავა, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 31-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ საქართველოში განახორციელებს ვიზიტს.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, მოწვევის საფუძველზე, 6-დან 12 ნოემბრამდე თურქეთს ეწვევა, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 31-ე შეხვედრის ფარგლებში ანტალიის ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით. ვიზიტის ფარგლებში ის, ასევე, ეწვევა საქართველოს“, - აღნიშნულია ჩინეთის საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 14:56. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვევაინტერპრესნიუსი · 14:41 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ