ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა ბრიფინგზე განაცხადა.
04.11.2026 / 14:41
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მიწვევის საფუძველზე, 6-12 ნოემბერს, ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჩჟენი თურქეთს ეწვევა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, საქართველოს ეწვევა“, - განაცხადა მაო ნინმა.
მაო ნინმა შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რა მოლოდინები აქვს ჩინეთს საქართველოში ვიცე-პრეზიდენტ ჰან ჩჟენის ვიზიტთან დაკავშირებით.
„ჩინეთი და საქართველო ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ბოლო წლების განმავლობაში, ორი ქვეყნის ლიდერების მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად განვითარდა, მათ შორის, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელმძღვანელობასთან ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე მოსაზრებებს გაცვლის. ჩინეთი მზად არის ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან, რათა სრულად განხორციელდეს ორივე მხარის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები, გაღრმავდეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და ორივე ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ ორმხრივი ურთიერთობების მდგრადი განვითარება შენარჩუნდეს“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვევაინფო 9 · 14:56
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 

