ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ფრიდონ ინჯია ყირგიზეთში ვიზიტზე​: დაიგეგმა სამუშაო პროცესები კომიტეტების დარგში, ძალიან კარგი შეხვედრა იყო საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის შეხვედრამაც დიდი იმედები დაგვიტოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი ყირგიზეთში - შალვა პაპუაშვილი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკ...

ფრიდონ ინჯია ყირგიზეთში ვიზიტზე​: დაიგეგმა სამუშაო პროცესები კომიტეტების დარგში, ძალიან კარგი შეხვედრა იყო საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის შეხვედრამაც დიდი იმედები დაგვიტოვა
ფოტო: ინფო 9

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი ყირგიზეთში - შალვა პაპუაშვილი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში უკვე შედგა ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერების შეხვედრაც, რის შემდეგაც მოლაპარაკება მხარეებმა გაფართოებულ ფორმატში გააგრძელეს.

შალვა პაპუაშვილმა გამოთქვა ინიციატივა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოსა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყანას გააერთიანებს და ის შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების საკითხებზე იმუშავებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ წევრის ილია ინჯიას განცხადებით, ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრამ დიდი იმედები დატოვა პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების კუთხით.

„დაიგეგმა სამუშაო პროცესები კომიტეტების დარგში, ძალიან კარგი შეხვედრა იყო საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის და რა თქმა უნდა, პრეზიდენტის შეხვედრამაც დიდი იმედები დაგვიტოვა, რომ ხვალინდელი დღე ჩვენ და ყირგიზეთს შორის იქნება დაფუძნებული საქმიანი, პარტნიორული და ურთიერთთანამშრომლური მიმართულებებით“, - განაცხადა ინჯიამ.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 16:28. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ