ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შალვა პაპუაშვილი: ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ჩაგვინაცვლა კალასმა და იმან უნდა გადაწყვიტოს, რა არის ჩვენთან კონსტიტუციური, იმედია, ამ თავხედობაზეც გააკეთებს კომენტარს პაველ ჰერჩინსკი

„ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ჩაგვინაცვლა კაია კალასმა და იმან უნდა გადაწყვიტოს, რა არის ჩვენთან კონსტიტუციური და რა - არა, ეს წინადადება არის აბსოლუტური თავხედობა“, - ამის შესახებ საქართველოს პ...

შალვა პაპუაშვილი: ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ჩაგვინაცვლა კალასმა და იმან უნდა გადაწყვიტოს, რა არის ჩვენთან კონსტიტუციური, იმედია, ამ თავხედობაზეც გააკეთებს კომენტარს პაველ ჰერჩინსკი
ფოტო: ინფო 9
შალვა პაპუაშვილი: ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ჩაგვინაცვლა კალასმა და იმან უნდა გადაწყვიტოს, რა არის ჩვენთან კონსტიტუციური, იმედია, ამ თავხედობაზეც გააკეთებს კომენტარს პაველ ჰერჩინსკი

„ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ჩაგვინაცვლა კაია კალასმა და იმან უნდა გადაწყვიტოს, რა არის ჩვენთან კონსტიტუციური და რა - არა, ეს წინადადება არის აბსოლუტური თავხედობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

კერძოდ, პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ანგარიშის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია: „საქართველოს პრემიერის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს“.

პაპუაშვილის თქმით, იმედი აქვს, ევროკავშირის ელჩი აღნიშნულ საკითხზე გააკეთებს განმარტებას.

„იმედია, ამ თავხედობაზეც რაიმე კომენტარს გააკეთებს პაველ ჰერჩინსკი, როგორ ბედავს საერთოდ ერთი ორგანიზაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს როლი შეითავსოს და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვიტოს, რა არის კონსტიტუციური და რა - არა. რაში ერკვევიან, საქართველოს კონსტიტუციაში ერკვევიან, მათი მიღებულია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არიან, თუ ვინ არიან, რომ საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევენ?

დღევანდელ ბრიფინგზე ქართველ ხალხს აინტერესებს ერთადერთი რამ, ბატონი ჰერჩინსკი დაიწყებს ჭკუის სწავლებას ქართველი ხალხისა, თუ ერთხელ და სამუდამოდ გაემიჯნება ძალადობას, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას და ახსენებს ამ საკითხებს, რას ნიშნავს, რომ აქ გვინაცვლებენ საკონსტიტუციო სასამართლოს, თავად გვეუბნებიან, რა არის კონსტიტუციური და რა - არა. როგორ უბედავენ ქართველ ხალხს, უთხრან, რომ უცხოელებმა უნდა დაუნიშნონ მოსამართლეები. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სუვერენიტეტის, სხვა რამე კი არ არის.

ეს არის ჩვეულებრივად ჩვენი დამოუკიდებლობის შეურაცხყოფა, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის მოძრაობის შეურაცხყოფა. 9 აპრილის მსხვერპლთა შეურაცხყოფაა, როდესაც უცხოელი მოდის და გეუბნება, მან უნდა დაგინიშნოს მოსამართლეები. ეს არის ზუსტად სხვა ქვეყნების მიმართ ვასალური დამოკიდებულება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 14:48. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ