4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, საპატიმრო დატოვეს
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, საპატიმრო დატოვეს.
ისინი დღეს, 4 ნოემბერს, გათავისუფლდნენ.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ თითქმის ყველა სასამართლო სხდომაზე 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებულებს მოუწოდებდა, რომ საპროცესო შეთანხმებით ესარგებლათ.
ამასთან ზოდელავას თქმით, მას პოლიტიკური გეგმები არ აქვს.
„არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ცხადია, ბევრი მიზეზის გამო. მე ციხეში 50 წელი შემისრულდა, ბავშვიც არ ვარ, რაღაც გადაფასებები ხდება და ადამიანი ბევრ რამეზე ფიქრობს, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ეს საპროცესო შეთანხმებას არ უკავშირდება, რადგან ეს საპროცესო შეთანხმება უბრალოდ ბრალის აღიარებას დაეფუძნა და არა რაიმე პირობებს.
მე ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არასდროს არ შევხვედრილვარ და არ მისაუბრია ოპონენტთან ჩრდილში კულუარებს მიღმა, ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა საჯარო იყო. ამასაც საჯაროდ ვაცხადებ. მე საქართველოს მოქალაქე ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვრჩები ჩემს ქვეყანაში და ჩემი ერის ბუნებრივი ნაწილი ვარ. შესაბამისად აქ ვრჩები, საქართველოში, უბრალოდ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
4 ოქტომბრის მოვლენებზე „ორგანიზატორების საქმეზე“ მსჯავრდებულებიდან საპროცესო შეთანხმება მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანიას გაუფორმდათ.
საპროცესო გარიგების თანახმად, მსჯავრდებულები ცნობილი იქნენ დამნაშავედ და სასჯელის სახით მათ 1 წელი და 1 თვე რეალური პატიმრობა განესაზღვრათ, დამატებით კი — 2 წელი პირობითი მსჯავრი. საპროცესო გარიგების დადების საფუძველი გახდა ბრალის აღიარებაა.
SAY.GE · ბერიძე (გვარი) — დეტალები SAY.GE-ზე
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 3
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვესპალიტრანიუსი · 00:00
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვესფრონტნიუსი · 11:48
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვესპუბლიკა · 11:54
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 
