ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

“კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე, უვიზო რეჟიმი საფრთხეშია” – რა წერია EU-ის გაფართოების ანგარიშში საქართველოზე

“ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში წერია, რომ საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით უკუსვლა გრძელდება, რის გამოც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და მოქალაქეებისთვის მოქმედი უვიზო მიმოსვლა საფრთხის ქვეშ დგება” – დოკუმენტის დეტალებს ევროპელი ჟურნალისტი, რადიო…

“კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე, უვიზო რეჟიმი საფრთხეშია” – რა წერია EU-ის გაფართოების ანგარიშში საქართველოზე
ფოტო: ნეტგაზეთი

“ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში წერია, რომ საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით უკუსვლა გრძელდება, რის გამოც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და მოქალაქეებისთვის მოქმედი უვიზო მიმოსვლა საფრთხის ქვეშ დგება” –  დოკუმენტის დეტალებს ევროპელი ჟურნალისტი, რადიო თავისუფალი ევროპის ერთ-ერთი რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გაფართოების ანგარიში, რომელიც ყველა კანდიდატს ქვეყანას და მათ შორის საქართველოსაც შეეხება, დღეს გამოქვეყნდება, თუმცა იოზვიაკი აცხადებს, რომ მან უკვე ნახა დოკუმენტის ასლი.

ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში საანგარიშო პერიოდში ფუნდამენტურ საკითხებზე დაფიქსირებული უწყვეტი უკუსვლა ადასტურებს ფაქტს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ფორმალურად ატარებს. შესაბამისად, ქვეყანა კვლავაც ხელიდან უშვებს იმ სარგებელს, რასაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანებამდელი პროცესი ითვალისწინებს.

დოკუმენტის მთავარ გზავნილზე საუბრისას იოზვიაკი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ აღმოფხვრა ის პრობლემები, რომლებიც დემოკრატიის მდგომარეობასა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უკავშირდება.

„სწორედ ამან განაპირობა ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, რაც ზოგადად, მოქმედ უვიზო რეჟიმსაც საფრთხის ქვეშ აყენებს“, — ნათქვამია ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: დათო ქოქოშვილი · გამოქვეყნდა 04.11.2026, 10:51. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ