ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ევროკავშირის უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში - ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნოს

ევროკომისიამ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიში მოამზადა, რომელშიც საქართველოსგან კვლავ მოითხოვს, რომ სასამართლოებში ე.წ. ვეტინგის სისტემა დაინერგოს.კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ს...

ევროკავშირის უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში - ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნოს
ფოტო: ინფო 9
ევროკავშირის უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში - ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნოს

ევროკომისიამ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიში მოამზადა, რომელშიც საქართველოსგან კვლავ მოითხოვს, რომ სასამართლოებში ე.წ. ვეტინგის სისტემა დაინერგოს.

კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი უნდა დაინერგოს.

ევროკომისიის აზრით, კეთილსინდისიერების შემოწმებაში უცხოელი ექსპერტებიც უნდა მონაწილეობდნენ.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტები უნდა მონაწილეობდნენ და მათ გადამწყვეტი როლი უნდა ჰქონდეთ. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით ეხება: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; უზენაესი სასამართლოს წევრებს; საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებს.

ევროკომისიის შეფასებით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება კვლავ სერიოზულად არის შერყეული.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 10:46. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ