ირაკლი კობახიძე - ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ვალდებულებების შესრულებას
ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენს ეროვნულ დღის წესრიგზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, ამ დღის წე
ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენს ეროვნულ დღის წესრიგზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, ამ დღის წესრიგის ნაწილია ევროკავშირთან შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგიც."თუ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დონეს გადავხედავთ, გარკვეულ ეტაპზე ის დაახლოებით 60-65%-ს შეადგენდა. დღეს კი ეს მაჩვენებელი 90%-ს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ამავდროულად, ვაძლიერებთ ჩვენს შიდა სისტემას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ საბოლოოდ, ევროკავშირში ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებისას, ეკონომიკა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა“, - განაცხადა კობახიძემ.

