სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი კობახიძე - "ქართული ოცნების" მთავრობამ დაამატა პუნქტი კონსტიტუციაში საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი

ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზ

ირაკლი კობახიძე - "ქართული ოცნების" მთავრობამ დაამატა პუნქტი კონსტიტუციაში საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
ფოტო: ფრონტნიუსი

ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და ქართული საზოგადოება ამ მიზნის ერთგულია."ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში. ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და საქართველოს მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამატა ეს პუნქტი საქართველოს კონსტიტუციაში, ეს ნორმა საქართველოს ამბიციაზე, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ქართული საზოგადოება ამ მიზნის ერთგულია და ამის გათვალისწინებით ჩვენ გავიმარჯვეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მთავარი ლოზუნგი ამ საპარლამენტო არჩევნებში იყო - ღირსებით ევროპისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 03.11.2026, 19:35. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

პრემიერი: საქართველოს მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამატა პუნქტი საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ქართული საზოგადოება ამ მიზნის ერთგულიაინფო 9 · 19:22 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ