სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

პრემიერი: საქართველოს მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამატა პუნქტი საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ქართული საზოგადოება ამ მიზნის ერთგულია

„ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოე...

პრემიერი: საქართველოს მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამატა პუნქტი საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ქართული საზოგადოება ამ მიზნის ერთგულია
ფოტო: ინფო 9

„ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და ქართული საზოგადოება ამ მიზნის ერთგულია.

„ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში. ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და საქართველოს მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამატა ეს პუნქტი საქართველოს კონსტიტუციაში, ეს ნორმა საქართველოს ამბიციაზე, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ქართული საზოგადოება ამ მიზნის ერთგულია და ამის გათვალისწინებით ჩვენ გავიმარჯვეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მთავარი ლოზუნგი ამ საპარლამენტო არჩევნებში იყო - ღირსებით ევროპისკენ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 19:22. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ირაკლი კობახიძე - "ქართული ოცნების" მთავრობამ დაამატა პუნქტი კონსტიტუციაში საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრიფრონტნიუსი · 19:35 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ