ზაპოროჟიეში რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - Batumelebi
რუსეთ-უკრაინის ომი •
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, დაბა კომიშევახაში, რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს ზაპოროჟიეს რეგიონულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
რუსეთმა კომიშევახაში მდებარე სკოლა 2 ნოემბერს დაბომბა. მედიის ცნობით, შენობაში ჰუმანიტარული დახმარება ნაწილდებოდა.
უკრაინული გამოცემის, „ჰრომადსკეს“ ცნობით, დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა და 48 პირი დაკარგულად ითვლება. დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა, პოლიციელები და მაშველები იყვნენ.
კომიშევახაში დაღუპულთა პატივსაცემად, 3, 4 და 5 ნოემბერს გლოვის დღეებია.
წყარო
ბათუმელები · batumelebi.ge
ავტორი: ნანა კვაჭაძე · გამოქვეყნდა 03.11.2026, 17:51. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა
