არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ, რომ მათ მიერ ნათქვამი სიტყვები და ხშირად წამოცდენები ჩვენს სარჩელს უფრო მეტად ამტკიცებს და ამყარებს, ვიდრე მათ პოზიციას იცავს
ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ მათ მიერ ნათქვამი სიტყვები და ხშირად წამოცდენები ჩვენს სარჩელს უფრო მეტად ამტკიცებს და ამყარებს, ვიდრე მათ პოზიციას იცავს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიუ...
ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ მათ მიერ ნათქვამი სიტყვები და ხშირად წამოცდენები ჩვენს სარჩელს უფრო მეტად ამტკიცებს და ამყარებს, ვიდრე მათ პოზიციას იცავს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომები ტარდება.
„დღეების განმავლობაში ურცხვად ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ჩვენ ვედავებით, რომ მათ უბრალოდ რაღაც პოლიტიკური ერთობა აქვთ და როგორ შეიძლება პოლიტიკური ერთობა იყოს არაკონსტიტუციური. საათების განმავლობაში ამაზე საუბრობდნენ ისე, რომ ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან შენიშვნაც მიიღეს, რომ მოსარჩელეები ამას არ ვედავებოდით.
მათი ყოველდღიურობა არის ჩვენი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, რაც გამოიხატება, დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლების დელეგიტიმაციის მცდელობაში, შესაბამისად, ხალხისთვის არჩევანის წართმევის მცდელობაში.
მეორე მხრივ, ქვეყანაში გარე მმართველობის დამყარება, რაც ისევ და ისევ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია. მაგრამ, ეს ჩვენ არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ 2004-2012 წლები არ შევაფასოთ და არ შევაფასოთ ე.წ. პარტიების პირდაპირი თანხვედრა 2004-2012 წლებში სისტემურ და სისტემატურ დარღვევებთან, რომელიც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოთი, როგორც რეჟიმის და სისტემური და სისტემატური წამების ადგილი საქართველოს პენიტენციური დაწესებულება.
იქამდეც კი მივიდნენ, რომ საგამოძიებო დასკვნაში ქილიკობდნენ ასახულ მასალებთან დაკავშირებით და იმ ადამიანურ ტრაგედიების მიმართ, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ყოველდღიურობა იყო“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
SAY.GE · ნათქვამი (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

