სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ევროკავშირის სესხიდან €1 მილიარდამდე თანხას უკრაინა ერთობლივი თავდაცვითი პროექტებისთვის გამოყოფს

ფოტო: AP Photo/ Mindaugas Kulbis უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიის ევროპელ პარტნიორებთან დაახლოებისთვის განკუთვნილი პროგრამებისთვის კიევი ევროკავშირისგან მიღებული სესხიდან დაახლოებით €1 მილიარდს გამოყოფს. ამის შესახებ Euronews-ი ევროკომისიის კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს. თანამშრომლობის…

ევროკავშირის სესხიდან €1 მილიარდამდე თანხას უკრაინა ერთობლივი თავდაცვითი პროექტებისთვის გამოყოფს
ფოტო: Forbes Georgia

კითხვის სავარაუდო დრო 1 წუთი

ფოტო: AP Photo/ Mindaugas Kulbis

უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიის ევროპელ პარტნიორებთან დაახლოებისთვის განკუთვნილი პროგრამებისთვის კიევი ევროკავშირისგან მიღებული სესხიდან დაახლოებით €1 მილიარდს გამოყოფს. ამის შესახებ Euronews-ი ევროკომისიის კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს. თანამშრომლობის მთავარი მიმართულებები მოიცავს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას, დრონებს, უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ მიმართულ საბრძოლო სისტემებსა და საბრძოლო მასალებს.

ევროკავშირი უკრაინას 2026-2027 წლებში ომისთვის საჭირო ფინანსური რესურსების უზრუნველსაყოფად 90 მილიარდი ევროს სესხს გამოუყოფს. კიევის ფინანსური საჭიროებების ზრდის ფონზე, ბრიუსელმა გადახდების დაჩქარების გადაწყვეტილებაც მიიღო, რათა ომში მყოფ ქვეყანას ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვაში დაეხმაროს.

ევროკავშირის სესხიდან დაახლოებით ერთ მილიარდ ევროს უკრაინა „ევროპის თავდაცვითი ინდუსტრიის პროგრამაში / უკრაინის მხარდაჭერის ინსტრუმენტში“ გადარიცხავს. უკრაინის მხარდაჭერის ინსტრუმენტის არსებული ბიუჯეტი 300 მილიონი ევროა. პროგრამის მიზანი უკრაინულ და ევროპულ კომპანიებს შორის ერთობლივი წარმოების წახალისებაა, მათ შორის ერთობლივი საწარმოებისა და ლიცენზირების შეთანხმებების მეშვეობით.

დაფინანსების ზრდა ევროკავშირისა და უკრაინის სტრატეგიული თავდაცვითი ინდუსტრიული პარტნიორობის ნაწილია. მისი მიზანი ბრძოლის ველზე უკრაინისთვის გამოცდილი ტექნოლოგიებისა და ევროპის სამრეწველო შესაძლებლობების გაერთიანებაა. პარტნიორობა 2026 წლის ივლისში ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად დაიწყო. შეთანხმების საფუძველზე, ევროკომისია ინდუსტრიული პაქტის პროექტზე მუშაობს და მის დასამტკიცებლად ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისგან მანდატის მიღებას ცდილობს.

ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, პაქტის მიზანი უკრაინისთვის თავდაცვითი მასალების მიწოდების დაჩქარება და ევროპული და უკრაინული თავდაცვითი ინდუსტრიების შესაძლებლობების გაფართოება და ინტეგრაციაა.

F
წყარო Forbes Georgia · forbes.ge ავტორი: სალომე პაპალაშვილი · გამოქვეყნდა 03.11.2026, 17:20. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ