ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საერთაშორისო პროექტის დასკვნით კონფერენციას უმასპინძლა
ევროკავშირის Erasmus+ (CBHE) პროგრამის მხარდაჭერით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საერთაშორისო პროექტის - „პასუხისმგებლიანი და მაღალი ზეგავლენის მქო
ევროკავშირის Erasmus+ (CBHE) პროგრამის მხარდაჭერით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საერთაშორისო პროექტის - „პასუხისმგებლიანი და მაღალი ზეგავლენის მქონე უნივერსიტეტები, როგორც მდგრადი ზრდისა და სამეწარმეო საქმიანობის კატალიზატორები საქართველოში“ (RiHEI) დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა KIU-ს კანცლერმა, ლევან კოპალიანმა, რომელმაც პროექტის ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში. RiHEI მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი განათლების ეკოსისტემის გაძლიერებას, უნივერსიტეტებში ინოვაციებისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას, საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებას.პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტებსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას, რათა აკადემიური ცოდნა პირდაპირ დაუკავშირდეს ბიზნესის რეალურ საჭიროებებს. ამასთანავე, RiHEI ხელს უწყობს სტუდენტებისა და მკვლევრების სამეწარმეო უნარების განვითარებას და ევროპული გამოცდილების გაზიარებით, უნივერსიტეტების შიდა სტრუქტურებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დაახლოებას. საერთაშორისო პროექტი ქართულ და ევროპულ უნივერსიტეტებს აერთიანებს. კონფერენციაზე შეჯამდა განხორციელებული საქმიანობა და მიღებული შედეგები. დასასრულს, პროექტის პარტნიორი ქართული უნივერსიტეტები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში.საერთაშორისო პროექტში მონაწილეობენ: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი), მარტინ ლუთერის ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი (გერმანია) და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM International).ამ პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ევროპულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებაა. ევროპელი პარტნიორები პროექტში ასრულებენ მენტორისა და ექსპერტის როლს, ისინი უზიარებენ ქართულ უნივერსიტეტებს გამოცდილებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაცია, მეწარმეობრივი უნარების გაძლიერება, სტრატეგიული მართვა და სხვა. ამ თანამშრომლობის შედეგად, ქართულ უნივერსიტეტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს, მიეღოთ მხარდაჭერა სტრატეგიული განვითარების გეგმების ჩამოყალიბებაში. პროექტი ასევე ქმნის დამატებით შესაძლებლობებს სტუდენტებისა და მკვლევრების სამეწარმეო უნარების გასაძლიერებლად და უნივერსიტეტის ცოდნისა და კვლევითი პოტენციალის პრაქტიკულ საქმიანობასთან დასაკავშირებლად.
SAY.GE · ქუთაისი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე

