სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

საქართველოს ბანკის რიგით 30-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა – იდეათეკა ზესტაფონში გაიხსნა

ახალგაზრდებისთვის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს – იდეათეკებს ქმნის. საქართველოს…

საქართველოს ბანკის რიგით 30-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა – იდეათეკა ზესტაფონში გაიხსნა
ფოტო: Forbes Georgia

კითხვის სავარაუდო დრო 1 წუთი

ახალგაზრდებისთვის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს – იდეათეკებს ქმნის.

საქართველოს ბანკის რიგით 30-ე იდეათეკა რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის №7 საჯარო სკოლაში ბანკის პარტნიორთან, კომპანია “საქკაბელთან” ერთად  გაიხსნა. ახალი სივრცე სკოლის 1 300-ზე მეტი მოსწავლისთვის ცოდნის გაღრმავების, ახალი ინტერესების აღმოჩენისა და იდეების განვითარების შესაძლებლობებს შექმნის.

თანამედროვე ბიბლიოთეკები მოსწავლეებს აძლევს წვდომას 2 000-მდე წიგნისგან დაკომპლექტებულ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, კომპიუტერებზე, პროექტორებსა და STEM კუთხეზე. იდეათეკები ახალგაზრდებს ეხმარება, განაგრძონ შემეცნება, განივითარონ კრიტიკული აზროვნება და აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. რიგით 30-ე იდეათეკის გახსნა კი ამ ინიციატივის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

S

F
წყარო Forbes Georgia · forbes.ge ავტორი: კომერციული განთავსება · გამოქვეყნდა 03.11.2026, 15:38. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 3

"საქართველოს ბანკის" რიგით 30-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა ზესტაფონში გაიხსნაფრონტნიუსი · 15:04 საქართველოს ბანკის რიგით 30-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა – იდეათეკა ზესტაფონში გაიხსნა | Marketerმარკეტერი · 15:12 საქართველოს ბანკის რიგით 30-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა ზესტაფონში გაიხსნაპრაიმტაიმი · 15:55 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ