აფხაზეთიდან დევნილი VII–XII კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილი VII–XII კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ კონკურსი "აფხაზეთი“ გამოაც
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილი VII–XII კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ კონკურსი "აფხაზეთი“ გამოაცხადა. ინიციატივის მიზანია აფხაზეთის თემაზე ახალი პროზაული ნაწარმოებების შექმნის ხელშეწყობა, ორიგინალური აზროვნებითა და მხატვრული თვითგამოხატვის უნარით გამორჩეული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი წახალისება.კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება და აფხაზეთის თემაზე პროზაული ნაწარმოებების (მოთხრობის, ნოველის ან მინიატურის) შექმნას ითვალისწინებს. კონკურსის გამარჯვებული პირველადგილოსანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება. მეორე და მესამე ადგილის მფლობელ კონკურსანტებს სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ. დაინტერესებულ მოსწავლეებს კონკურსზე რეგისტრაცია შეუძლიათ ელექტრონულად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე; შევსებული სარეგისტრაციო ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი. მონაწილეობის პირობები, საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და კონკურსის დეტალური აღწერა ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებგვერდზე: https://www.abkhazia.gov.ge/saministro/MINISTRY-OF-EDUCATION-AND-CULTURE/page/Ministry-Programs/s/Dialogue-Through-the-Language-of-Culture
SAY.GE · აფხაზეთიდან (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


