მაია ბუწაშვილი ინფორმაციას ავრცელებს
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
"გუშინ ნიუ-იორკის შტატში წითელას ვირუსით სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. გარდაცვლილი ბავშვი წითელაზე აცრილი არ იყო. ჯამურად აშშ-ში წითელას ამ ეპიდაფეთქების პერიოდში 5000-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული (უმრავლესობა აუცრელი ან არასრულად აცრილია). არის ლეტალური შემთხვევებიც.
აქვე უნდა ვახსენოთ, რომ წითელას მსუბუქი შემთხვევების დროსაც, როდესაც სრულად ხდება სიმპტომების ალაგება, რჩება რისკი, რომ 5-10 წლის შემდეგ გამოვლინდეს წითელასმიერი პანენცეფალიტი. დაავადება, რომელიც წლების მანძილზე სრულიად უსიმპტომოდ, ფარულად მიმდინარეობს, რომლის მკურნალობა არ არსებობს და ლეტალობა 100%-ს შეადგენს. შესაბამისად, ამ დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება წითელას საწინააღმდეგო აცრაა.
ჰოდა რა ვიცი, ამ ფონზე აშშ-ში ჯანდაცვის უმაღლესი პირის, რობერტ კენედის ანტივაქსერული განცხადებები რომ ციტატებად მოგყავთ ქართველ ანტივაქსერებს, ცოტა მეტი იფიქრეთ",-წერს ბუწაშვილი.
SAY.GE · ბუწაშვილი (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

