სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ლაშა ფარულავა - ალიანსი არც დაგვიტოვებია და არც ვიმყოფებით, მნიშვნელოვანი აქცია ან ფორმატი თუ იქნება, ყველაფერში ვმონაწილეობთ

მნიშვნელოვან ეტაპზე ვერ გადავედით, ამიტომ, არ მიგვაჩნდა სწორად, რომ მიგვეღო შეხვედრებში მონაწილეობა. ალიანსი არც დაგვიტოვებია და არც ვიმყოფებით, - ამის შე

ლაშა ფარულავა - ალიანსი არც დაგვიტოვებია და არც ვიმყოფებით, მნიშვნელოვანი აქცია ან ფორმატი თუ იქნება, ყველაფერში ვმონაწილეობთ
ფოტო: ფრონტნიუსი

მნიშვნელოვან ეტაპზე ვერ გადავედით, ამიტომ, არ მიგვაჩნდა სწორად, რომ მიგვეღო შეხვედრებში მონაწილეობა. ალიანსი არც დაგვიტოვებია და არც ვიმყოფებით, -  ამის შესახებ Front News-თან “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.მისივე თქმით, ვინც არ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილს, ის "ნაციონალურ მოძრაობასაც"არ ეთანხმება."ჩვენ ალიანსის შეხვედრებში უკვე დიდი ხანია, არ ვმონაწილეობთ, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ჩვენი ლოგო საერთო ლოგოტიპში, ეს ჩვენთვის არსებითი არასდროს ყოფილა. ისეთ ბრძოლაში იმყოფებიან პოლიტიკური ძალები - ივანიშვილი დემოკრატიას აუქმებს, პოლიტიკურ პარტიებს აუქმებს და ჩვენი მხრიდან ლოგოზე გამოკიდება არ იქნება ნორმალური. ვინც ამ დონეზე ეშვება, მათ შეუძლიათ ამაზე ისაუბრონ.მნიშვნელოვან ეტაპზე ვერ გადავედით, ამიტომ, არ მიგვაჩნდა სწორად, რომ მიგვეღო შეხვედრებში მონაწილეობა. ადამიანური თვალსაზრისით, ნორმალური ურთიერთობები გვაქვს, პოლიტიკური კუთხით - დიდი ხანია, ალიანსის შეხვედრებში არ ვმონაწილეობთ. ალიანსი არც დაგვიტოვებია და არც ვიმყოფებით, იციან, რატომაც არ ვიმყოფებით. მნიშვნელოვანი აქცია, ან ფორმატი თუ იქნება, ჩვენ ყველაფერში ვმონაწილეობთ.მიხეილ სააკაშვილის პარტიაა "ნაციონალური მოძრაობა" და ვინც არ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილს, ცხადია, ის "ნაციონალურ მოძრაობასაც"არ ეთანხმება", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 03.11.2026, 13:24. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ