ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი „პირადი განცხადების საფუძველზე“ გადადგა - Batumelebi
ბათუმის მერია • ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია •
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, დავით მჭედლიძე თანამდებობიდან გადადგა, ამის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალური ინსპექციის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს:
„დიახ, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.“
დავით მჭედლიძე ამ თანამდებობაზე ერთი წლის წინ, 2025 წლის ნოემბერში დანიშნეს. როგორც „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, ის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის და მოქმედი შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის კადრია. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი პოლიციაში მუშაობდა.
დავით მჭედლიძემ ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე არჩილ კონცელიძე შეცვალა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ინსპექციის უფროსის მოვალეობას მოადგილე, მამუკა ქურიძე ასრულებს.
SAY.GE · ბათუმი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე
წყარო
ბათუმელები · batumelebi.ge
ავტორი: ცაგო კახაბერიძე · გამოქვეყნდა 03.11.2026, 13:34. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა
