სად გამოიმუშავებენ კაზინოებიდან ყველაზე მეტ შემოსავალს? – ლიდერი ლას-ვეგასი არ არის
ფოტო: Expedia კაზინოებსა და აზარტული თამაშების ინდუსტრიაზე საუბრისას ადამიანების უმრავლესობას ლას-ვეგასი ახსენდება. თუმცა რეალურად მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მიმართულება ამ კუთხით წყნარი ოკეანის მეორე მხარესაა. სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე შემოსავლიან კაზინო-მიმართულებას 2025 წლის მიხედვით…
ფოტო: Expedia
კაზინოებსა და აზარტული თამაშების ინდუსტრიაზე საუბრისას ადამიანების უმრავლესობას ლას-ვეგასი ახსენდება. თუმცა რეალურად მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მიმართულება ამ კუთხით წყნარი ოკეანის მეორე მხარესაა.
სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე შემოსავლიან კაზინო-მიმართულებას 2025 წლის მიხედვით. მონაცემები აღებულია აშშ-ის გეიმინგ-ასოციაციის, მაკაუს გეიმინგ-მარეგულირებლისა და აზიის გეიმინგ-ანგარიშებიდან.
რეიტინგის პირველ ადგილზე არა ლას-ვეგასი, არამედ მაკაუა. სამხრეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროზე მდებარე ჩინეთის ავტონომიური ერთეული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კაზინო-მიმართულებაა. მაკაუმ 2025 წელს აზარტული თამაშების ბიზნესით $30.8 მილიარდის მოცულობის შემოსავალი მიიღო, რაც 3.6-ჯერ აღემატება ლას-ვეგასის შემოსავლებს.
მეტიც, ჩინეთის სპეციალურმა ადმინისტრაციულმა რეგიონმა ჯამში იმაზე მეტი გამოიმუშავა, ვიდრე რეიტინგის მომდევნო ცხრა ადგილის მფლობელმა ერთად.
აზარტული თამაშებიდან მიღებული შემოსავალი, როგორც წესი, გულისხმობს ფსონების იმ ნაწილს, რომელიც საოპერაციო ხარჯების გამოკლებამდე, მოგების გაცემის შემდეგ რჩება. მასში არ შედის სასტუმროს ნომრების, კვების, შოპინგისა და გასართობი შოუების ხარჯები. შესაბამისად, მაკაოს უპირატესობა არ ნიშნავს იმას, რომ მისი ტურისტული ეკონომიკა, მთლიანობაში, 3,6-ჯერ უფრო დიდია.
რეიტინგის მეორე პოზიციაზე შემოსავლის სახით მიღებული $8.6 მილიარდით ლას-ვეგასია. მესამე ადგილს კი კვლავ აზიური სახელმწიფო, სინგაპური იკავებს, რომელმაც ამ ბიზნესით $7.2 მილიარდის მოცულობის შემოსავლის მიღება შეძლო.
რეიტინგში მეოთხე პოზიციას გამომუშავებული $2.9 მილიარდით შტატ ნიუ-ჯერსის ატლანტიკ-სიტი იკავებს. მეხუთე ადგილზე კი ფილიპინების დედაქალაქი მანილა იმყოფება ($2.6 მილიარდი).
რეიტინგიკაზინოების ბაზარიშემოსავალი (მილიარდი $)1მაკაუ30.82ლას-ვეგასი8.63სიგნაპური7.24ატლანტიკ-სიტი2.95მანილა2.66ჩიკაგოლენდი2.47ბალტიმორი – ვაშინგტონ-დისი2.18ნიუ-იორკის შტატის სამხრეთი ნაწილი1.69მისისიპის ყურის სანაპირო1.510ფილადელფია1.3პორტუგალიის ყოფილი კოლონია, მაკაუ, ჩინეთის ერთადერთი იურისდიქციაა, სადაც კაზინოებში აზარტული თამაშები კანონით არის დაშვებული. 2025 წელს მაკაუს 40.1 მილიონი ვიზიტორი ეწვია, მათგან დაახლოებით 29 მილიონი ჩინეთის კონტინენტური ნაწილიდან ჩავიდა, რაც საერთო რაოდენობის 72%-ს შეადგენს.
ვიზიტორთა დიდი ნაწილი მაკაუში ახლომდებარე რეგიონებიდან, სამხრეთი ჩინეთიდან ჩავიდა. იმ ადგილებისგან განსხვავებით, რომლებიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შორ მანძილზე ფრენებზე, მაკაუ ვიზიტორთა უმეტესობას სახმელეთო გზით იზიდავს. ვიზიტორთა დაახლოებით 83% მაკაუში სახმელეთო ტრანსპორტით ჩავიდა, ხოლო თითქმის 59%-მა იქ ღამის გათევის გარეშე იმოგზაურა.
ცნობისთვის, მაკაუში აზარტული თამაშების ლეგალიზება 1847 წელს პორტუგალიის მმართველობის დროს მოხდა, ხოლო 1962 წელს კაზინოს გაერთიანებამ შექმნა ოპერატორი, რომელიც ბაზარზე ათწლეულების განმავლობაში დომინირებდა. გარდამტეხი მომენტი 2002 წელს დადგა, როდესაც ახალმა გაერთიანებებმა ინდუსტრია კონკურენციისთვის გახსნა.
დღეს მაკაო აზარტული თამაშების მიღმა თავისი მიმზიდველობის გაფართოებაზე აქტიურად მუშაობს. რეგიონი სულ უფრო მეტად ახალისებს ინვესტიციების ისეთ ინდუსტრიებში ჩადებას, როგორებიცაა სპორტი, გართობა და კულტურული ღონისძიებები. მიუხედავად ამისა, აზარტული თამაშები მისი ეკონომიკის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს, რაც მთავრობის საგადასახადო შემოსავლების 70%-ზე მეტს შეადგენს. ეს დამოკიდებულება ხაზს უსვამს ინდუსტრიის მნიშვნელობას მაშინაც კი, როდესაც მაკაო ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიკაციას ცდილობს.
დავით ბერაძეI specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.


