სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

T24: აზერბაიჯანი თურქეთისთვის უკვე აღარ არის „უმცროსი ძმა”

თურქულ გამოცემა T24-ში გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, აზერბაიჯანი თურქეთისთვის უკვე აღარ არის „უმცროსი ძმა“ და დამოუკიდებელ საგარეოპოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამის შესახებ გამოცემის მიმომხილველი ბარჩინ იინანჩი წერს. ავტორის შეფასებით, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გამწვავების…

T24: აზერბაიჯანი თურქეთისთვის უკვე აღარ არის „უმცროსი ძმა”
ფოტო: ნეტგაზეთი

03.11.202603.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

თურქულ გამოცემა T24-ში გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, აზერბაიჯანი თურქეთისთვის უკვე აღარ არის „უმცროსი ძმა“ და დამოუკიდებელ საგარეოპოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამის შესახებ გამოცემის მიმომხილველი ბარჩინ იინანჩი წერს.

ავტორის შეფასებით, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გამწვავების სათავე 2009 წლის მოვლენებში უნდა ვეძებოთ, როდესაც ბაქოს ზეწოლის შედეგად ანკარამ სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი შეაჩერა.

იინანჩის თქმით, ამის შემდეგ აზერბაიჯანმა თურქეთში გავლენის გაძლიერება დაიწყო: ის ქვეყანაში ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად იქცა და საინფორმაციო ტელეარხიც შეიძინა.

ავტორი წერს, რომ აზერბაიჯანის სკოლებში სეკულარიზმის პრინციპთან შეუსაბამო ტანსაცმლის ტარების აკრძალვის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე თურქეთი ბაქოსთან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს. ანკარამ მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა და ანტიაზერბაიჯანული პუბლიკაციების ავტორების დაკავებებიც დაიწყო, თუმცა, იინანჩის შეფასებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაძაბულობის გამწვავებას მაინც აგრძელებს.

„ალიევი ისევე განუწყვეტლივ ამწვავებდა ვითარებას რუსეთთან და საფრანგეთთან ურთიერთობების დაძაბულობის პერიოდებშიც“, – წერს მიმომხილველი.

იინანჩის აზრით, თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში ძალთა ბალანსი შეიცვალა 2020 წლის ომის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანმა გაიმარჯვა და დამოუკიდებელ საგარეოპოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე ანკარა სომხეთთან საზღვარს არ გახსნის. მისი შეფასებით, ამ ნაბიჯმა შესაძლოა ბაქოს სომხეთის მიმართ პოზიციის გამკაცრებისკენ უბიძგოს და მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტების განხორციელება შეაფერხოს.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: netgazeti.ge · გამოქვეყნდა 03.11.2026, 12:14. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ