სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე თავდასხმაზე - ძალიან მეტყველია, რომ ეს ყველაფერი აშშ-ის კონგრესის არჩევნების დღეს ხდება - რუსები თვლიან, რომ ამერიკა მათგან ამ სიგნალს ვერ შეამჩნევს

რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ ღამით 289 თავდასხმის დრონი, 17 ბალისტიკური რაკეტა და 59 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს,

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე თავდასხმაზე - ძალიან მეტყველია, რომ ეს ყველაფერი აშშ-ის კონგრესის არჩევნების დღეს ხდება - რუსები თვლიან, რომ ამერიკა მათგან ამ სიგნალს ვერ შეამჩნევს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

03.11.2026 / 13:12

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე თავდასხმაზე - ძალიან მეტყველია, რომ ეს ყველაფერი აშშ-ის კონგრესის არჩევნების დღეს ხდება - რუსები თვლიან, რომ ამერიკა მათგან ამ სიგნალს ვერ შეამჩნევს

რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ ღამით 289 თავდასხმის დრონი, 17 ბალისტიკური რაკეტა და 59 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით ახლაც კი, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელ განგაში გრძელდება და არსებობს რუსეთის მხრიდან სარაკეტო და დრონებით თავდასხმების საფრთხე.

„ძალიან მეტყველია, რომ ეს ყველაფერი აშშ-ის კონგრესის არჩევნების დღეს ხდება. რუსები თვლიან, რომ ამერიკა მათგან ამ სიგნალს ვერ შეამჩნევს. მაგრამ საჭიროა ასეთი ტერორის შემჩნევა და შეჩერება. უკრაინას უნდა დაეხმარონ თავისი ცის დაცვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი არასდროს შეწყვეტს სარაკეტო დარტყმებს”, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, აუცილებელია მშვიდობის დამყარების კეთილსინდისიერად და საიმედოდ ხელშეწყობა და ამერიკას ამის გაკეთება შეუძლია.

„მადლობა ყველას, ვინც არ გაჩუმდება რუსეთის ამ თავდასხმებზე”, - წერს ზელენსკი.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 13:12. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ