ცნობილია რას (არ) ითხოვს ბერა “ფორმულას” და “ტვ პირველს” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელით
ბერა ივანიშვილმა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიებს, „ტვ პირველისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ უჩივლა. როგორც “ნეტგაზეთს” ბერას ადვოკატმა დავით ასათიანმა განუცხადა, ივანიშვილი ითხოვს მის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესაბამისი ფორმით უარყოფას. ადვოკატის ცნობით, ბერა ივანიშვილი…
03.11.202603.11.2026
ბერა ივანიშვილმა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიებს, „ტვ პირველისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ უჩივლა.
როგორც “ნეტგაზეთს” ბერას ადვოკატმა დავით ასათიანმა განუცხადა, ივანიშვილი ითხოვს მის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესაბამისი ფორმით უარყოფას.
ადვოკატის ცნობით, ბერა ივანიშვილი ტელეკომპანიებისაგან ფინანსურ კომპენსაციას არ ითხოვს. ამასთან არ უჩივის კერძო პირებს ანუ ტელეკომპანიების რესპონდენტებს.
“სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომლებიც არის სიცრუეზე დაფუძნებული და არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს. მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. მთლიანად სიუჟეტი არის ვრცელი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რაც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერების და მსგავსი საფუძვლების გარეშე, პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც ჰიპოთეზურ კავშირს. სარჩელის დეტალებს უფრო მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას. ბოლო პერიოდია, ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ, გარკვეულწილად სინქრონულად და ხმაშეწყობილად, ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაცია სხვადასხვა ტელევიზიის, პოლიტიკოსისა თუ საჯარო ფიგურის მხრიდან. ამას არანაირად არ აქვს გამართლება, რადგან ყველა ადამიანს აქვს პატივი, ღირსება და რეპუტაცია. მოგეხსენებათ, რომ მოსარჩელე არის მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მას არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, მის წინააღმდეგ მაინც ვრცელდება დეფამაციური განცხადებები. მოსარჩელის უფლებაა, ამას დაუპირისპირდეს სამართლებრივად. იმ ადამიანებმა, ვინც ცილისმწამებლური განცხადებები შეგნებულად თუ შეუგნებლად გაავრცელეს, სამოქალაქო სამართლებრივი წესით პასუხი უნდა აგონ“, — განუცხადა ასათიანმა საზმაუს.
SAY.GE · შეტანილი (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
