სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

აფხაზეთში ილონ მასკის მამა მიიწვიეს

დე ფაქტო აფხაზეთის კულტურის მინისტრმა დაურ კოვემ ილონ მასკის მამა, ეროლ მასკი, აფხაზეთში პირველი კრეატიული კვირეულის ღონისძიებებზე მიიწვია. ამის შესახებ კოვემ Telegram-არხზე დაწერა. შეხვედრა უფაში, ფესტივალ-ფორუმის „რუსული კრეატიული კვირეული ევრაზია“ ფარგლებში გაიმართა. აფხაზეთში „კრეატიული…

აფხაზეთში ილონ მასკის მამა მიიწვიეს
ფოტო: ნეტგაზეთი
Posted inახალი ამბები

აფხაზეთში ილონ მასკის მამა მიიწვიეს

03.11.202603.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

დე ფაქტო აფხაზეთის კულტურის მინისტრმა დაურ კოვემ ილონ მასკის მამა, ეროლ მასკი, აფხაზეთში პირველი კრეატიული კვირეულის ღონისძიებებზე მიიწვია. ამის შესახებ კოვემ Telegram-არხზე დაწერა.

შეხვედრა უფაში, ფესტივალ-ფორუმის „რუსული კრეატიული კვირეული ევრაზია“ ფარგლებში გაიმართა.

აფხაზეთში „კრეატიული კვირეულის“ ჩატარების გადაწყვეტილება 2026 წლის აპრილში, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (АМЭФ-2026) ფარგლებში მიიღეს. ღონისძიება მომავალი წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: netgazeti.ge · გამოქვეყნდა 03.11.2026, 11:17. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ