The Guardian - ჰაკერებმა ევროპის მასშტაბით სუპერმარკეტებში მაცივრები გატეხეს
ჰაკერებმა ევროპის მასშტაბით სუპერმარკეტებში მაცივრები გატეხეს , - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
02.11.2026 / 18:22
ჰაკერებმა ევროპის მასშტაბით სუპერმარკეტებში მაცივრები გატეხეს , - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კიბერშეტევები შვედეთის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ირლანდიისა და ესტონეთის სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელებში მდებარე მაცივრებზე განხორციელდა.
ირლანდიის სიდიდით მესამე სუპერმარკეტების ქსელმა SuperValu-მ განაცხადა, რომ მათ 13 მაღაზიაში მდებარე მაცივრების ტემპერატურა უეცრად შეიცვალა, რის შემდეგაც გაყინული პროდუქციის გადაყრა გახდა საჭირო.
ესტონეთში კიბერშეტევა სუპერმარკეტების ქსელ Selver-ის ერთ-ერთ მაღაზიაში განხორციელდა. მაცივრების მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ჰაკერები ტემპერატურის კონტროლის სისტემაში შეიჭრნენ და ტემპერატურა 50°C-მდე ასწიეს.
ბელგიაში კიბერშეტევების შედეგად Spar-ის, Carrefour-ის, Delhaize-ისა და Intermarché-ს სუპერმარკეტების ქსელები დაზარალდა.
SAY.GE · მაცივრები (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

