პაატა მანჯგალაძე - ვინც იცის ციხე რა არის შიგნიდან, რამდენი ძალისხმევა გჭირდება, რომ უსამართლო მსჯავრი აიტანო, არათუ არ გააკრიტიკებს მას, ვინც საპროცესოს აფორმებს, არამედ ესმის კიდეც მისი
მესმის, გარედან სხვანაირად ჩანს ყველაფერი, მაგრამ ვინც იცის ციხე რა არის შიგნიდან, რამდენი ძალისხმევა გჭირდება, რომ ეს უსამართლო მსჯავრი
02.11.2026 / 18:26
პაატა მანჯგალაძე - ვინც იცის ციხე რა არის შიგნიდან, რამდენი ძალისხმევა გჭირდება, რომ უსამართლო მსჯავრი აიტანო, არათუ არ გააკრიტიკებს მას, ვინც საპროცესოს აფორმებს, არამედ ესმის კიდეც მისი
მესმის, გარედან სხვანაირად ჩანს ყველაფერი, მაგრამ ვინც იცის ციხე რა არის შიგნიდან, რამდენი ძალისხმევა გჭირდება, რომ ეს უსამართლო მსჯავრი აიტანო , არათუ არ გააკრიტიკებს მას, ვინც საპროცესოს აფორმებს, არამედ ესმის კიდეც მისი , - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, პაატა მანჯგალაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
მანჯგალაძე თავის გზავნილში საზოგადოების მხრიდან თანადგომაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში დამარცხებულები არ არსებობენ.
"ამას წინათ ვნახე ჟურნალისტი კითხულობდა, რამე დაპირისპირება ხომ არ არის საპროცესოს საკითხზე გამსვლელებსა და დამრჩენებს შორისო.
მე მესმის, გარედან სხვანაირად ჩანს ყველაფერი მაგრამ ვინც იცის ციხე რა არის შიგნიდან, რამდენი ძალისხმევა გჭირდება რომ ეს უსამართლო მსჯავრი აიტანო არათუ არ გააკრიტიკებს მას, ვინც საპროცესოს აფორმებს, არამედ ესმის კიდეც მისი.
პროპაგანდა ისედაც სიძულვილში და სიცრუეში ახრჩობს ყველაფერს და ჩემი მოკრძალებული აზრია, იქნებ ჩვენ მაინც არ მივეხმაროთ მათ ამაში.
მეტი ერთიანობა, მეტი თანადგომა, მეტი ერთმანეთის ნდობა, მეტი რწმენა იმის, რომ სინამდვილეში არ არსებობენ სიმართლისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დამარცხებულები.
ჩვენ აქ ყოველთვის გვახსოვხართ და იმავეს ვგრძნობთ თქვენგანაც, ეს გვაძლებინებს სწორედ - თანადგომა.
გაიმარჯვებს საქართველო!" , - წერს პაატა მანჯგალაძე.
SAY.GE · შიგნიდან (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

