თეატრი სახელოსნო 42-ში სპექტაკლ „მარილის“ პრემიერა გაიმართება
8 და 12 ნოემბერს, 20:00 საათზე, თეატრი სახელოსნო 42-ში სპექტაკლ „მარილის“ პრემიერა გაიმართება.
02.11.2026 / 17:07
8 და 12 ნოემბერს, 20:00 საათზე, თეატრი სახელოსნო 42-ში სპექტაკლ „მარილის“ პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლი ეძღვნება მხატვარ გიგა ლაპიაშვილის ხსოვნას.
პიესის ავტორია ირაკლი სოლომანაშვილი, რეჟისორი - ლერი ომარაშვილი, მხატვარი - ელენე ჯაფარიძე.
ჟანრი - აბსურდი
მსახიობები:
იგი - ალექსანდრე ბეგალიშვილი
ვენი - მარიამ ჯოლოგუა
ვაჟიკა - ბუკა თოლორდაბვა (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი)
სპექტაკლის შესახებ:
დროში დაკარგული ოჯახი მარადიული აწმყოდან - სად იწყება რეალობა და სად მთავრდება ილუზია? მათი წარსულიც და მომავალიც ისეთივე „უმარილოა“, როგორც მათივე სადილი. „იგი-ვენის“ ვნება არ ნელდება, მარილზე წასული ვაჟის მოლოდინი ჰეროიკულ ოცნებებს ბადებს, სხვისი ღალატის მსხვერპლის როლი კი სულ უფრო კომფორტული ხდება. სანამ ისინი პოტენციის ასამაღლებელ ნაყენებს სვამენ, ფანჯრებს მიღმა სამყაროს რუკა იცვლება და ზმანება რეალობაში იჭრება...
SAY.GE · სახელოსნო (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

