ირაკლი ღარიბაშვილი - სხდომის დახურვას ვეწინააღმდეგები, მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში გაიმართება.სასამართლომ სხდომის დახურვასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლ
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში გაიმართება.სასამართლომ სხდომის დახურვასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.მანამდე განცხადება გააკეთა თავად ბრალდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც პროცესს ესწრება."ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას, სხდომის დახურვას ვეწინააღმდეგები. მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დიდი მნიშვნელობა აქვს, პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ბრალდების უსაფუძვლობა. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას და მოგმართავთ თხოვნით, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელი პროცესი კორუფციულ ბრალს ეხება. ყოფილ პრემიერს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
SAY.GE · დახურვა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

