ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დაიხურა

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დაიხურა
ფოტო: პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.

მჭედლიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პროცესი დახურა. სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს დამსწრეებს და მედიას.

პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა დააყენა სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობა. მან თქვა, რომ საკითხი ეხება ყოფილი პრემიერის მიერ ქრთამის აღების ბრალდებას, თავდაცვის სამინისტროს, საჭიროებს სხვა მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვას და ა.შ. ამიტომ მისი მტკიცებით, სხდომის დახურვა აუცილებელია.

შუამდგომლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ადვოკატები.

თავად ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: „ვეწინააღმდეგი ამ შუამდგომლობას, მე მინდა, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და მნიშვნელოვანია პროცესი ჩატარდეს გამჭვირვალედ, და საზოგადოებამ დაინახოს რას ეხება პროცესი“.

საბოლოოდ, თამარ მჭედლიშვილმა პროცესი დახურა. არსებითი განხილვის ეტაპზე დახურული სხდომა განაჩენის დღემდე დახურული დარჩება, თუ მოსამართლე შუამდგომლობის საფუძველზე ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სხდომას დაესწრებოდა, დღეს გახდა ცნობილი. მანამდე ღარიბაშვილს გაცხადებული ჰქონდა, რომ „მასკარადში მონაწილეობას არ მიიღებდა და პროცესებს არ დაესწრებოდა“.

სასამართლო დარბაზში იმყოფებოდნენ ღარიბაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები, ლუკა ელდარ კურტანიძე, რომელიც ღარიბაშვილს შეძახილით შეეგება: „ერისკაცს გაუმარჯოს“. სხდომას ესწრებოდა იუსტიციის ყოფილი მინისტრი რატი ბრეგაძეც.

პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება.

პროკურატურის ვერსიით, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას დანაშაულებრივ საქმიანობაში მფარველობას დაჰპირდა და სანაცვლოდ   ქრთამის სახით ჯამში 750 000 ლარი მიიღო.

გამოძიებასთან ითანამშრომლეს ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, ვასილ მხეიძემ. მოგვიანებით პროკურატურამ მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ბურჭულაძეს, რომელიც პირველ ინსტანციაში ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, 10-წლიანი ციხის სასჯელი 3 წლამდე შეუმცირდა.

ბრალდებას არ ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილი და თავს პოლიტიკური დევნის სამიზნედ მიიჩნევს.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 02.11.2026, 16:55. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 3

ყოფილი პრემიერის სასამართლო პროცესი - ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელ სხდომას დაესწრებაპალიტრანიუსი · 00:00 ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურაინტერპრესნიუსი · 16:45 ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმის განხილვა სასამართლოში დაიხურანეტგაზეთი · 16:47 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ