ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მედია - Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ლონდონიდან ბულგარეთში მიფრინავდა, ბომბის საფრთხის გამო უნგრეთში დაეშვა

Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ლონდონიდან ბულგარეთში მიფრინავდა, ბომბის საფრთხის გამო უნგრეთში დაეშვა , - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მედია - Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ლონდონიდან ბულგარეთში მიფრინავდა, ბომბის საფრთხის გამო უნგრეთში დაეშვა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

02.11.2026 / 18:41

Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ლონდონიდან ბულგარეთში მიფრინავდა, ბომბის საფრთხის გამო უნგრეთში დაეშვა , - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი ლონდონიდან სოფიაში მიფრინავდა, როდესაც ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინება მიიღო.

უნგრეთის თავდაცვის მინისტრის, რომულუს რუსინ-სენდის განცხადებით, თვითმფრინავმა მარშრუტი შეიცვალა და ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში დაშვება ითხოვა.

ინფორმაციის მიღების შემდეგ თვითმფრინავს ბუდაპეშტის აეროპორტამდე ესკორტირება უნგრეთის საჰაერო ძალების Gripen-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებმა გაუწიეს.

Wizz Air-მა განაცხადა, რომ თვითმფრინავი აეროპორტში შესაბამისმა სამსახურებმა შეამოწმეს.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 02.11.2026, 18:41. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ