ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - სხდომას პირველად ესწრება თავად ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი

თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი

სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - სხდომას პირველად ესწრება თავად ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ფოტო: ინტერპრესნიუსი

02.11.2026 / 16:11

სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - სხდომას პირველად ესწრება თავად ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი

თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას პირველად ესწრება თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.

სასამართლოს დარბაზში იმყოფებიან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები, მათ შორის შვილი, ასევე მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი, ცოლისძმა - ალექსანდრე თამაზაშვილი და ღარიბაშვილის ბიძა, ზურა გონაშვილი.

სასამართლო სხდომას ესწრება ასევე იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რატი ბრეგაძეც. ის ერთადერთია “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებიდან, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესზე მივიდა.

“ერისკაცს გაუმარჯოს” - მიმართა სასამართლოს სხდომათა დარბაზში ღარიბაშვილს შემოსვლისთანავე ლუკა კურტანიძემ, რომელსაც მოსამართლემ შენიშვნა მისცა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

"ქართულ ენას სრულყოფილად ფლობთ?" - მიმართა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.

"ვცდილობ", - უპასუხა ღარიბაშვილმა მოსამართლეს, რაზეც მას მჭედლიშვილმა შენიშვნა მისცა.

"ხუმრობა არ მეშლება, მაგრამ პროცესზე ჩარჩოებში ჩავსხდეთ", - მიმართა მოსამართლემ ღარიბაშვილს.

ასევე, მოსამართლის კიდევ ერთ კითხვაზე: "ცნობთ თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ?" ღარიბაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა და თქვა - "არა".

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“, “გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 02.11.2026, 16:11. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ