ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

გლდანის ციხის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მის ნაცვლად №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად დაინიშნა ნოდარ ქინქლაძე, რომელიც ამ დრომდე №1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა. „აღნიშნული საკადრო…

გლდანის ციხის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ფოტო: ნეტგაზეთი

02.11.202602.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

მის ნაცვლად №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად დაინიშნა ნოდარ ქინქლაძე, რომელიც ამ დრომდე №1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

„აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით“, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პენიტენციურ სისტემაში საკადრო ცვლილებები მოჰყვა პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ცემას, რომელიც 20 ოქტომბერს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ის წინა დღეს, 19 ოქტომბერსაც იყო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული, თუმცა მალევე გაწერეს.

ოჯახისა და ადვოკატის ცნობით, დავით ფეიქრიშვილს ციხის საკანში ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“).

თუმცა პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილის ცემას უარყოფდა მანამ, სანამ 20 ოქტომბერს ღამით იუსტიციის სამინისტრომ განცხადება არ გაავრცელა, რომ „მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“. იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დაადასტურა, რომ ფეიქრიშვილთან საკანში უცხო პირები შეასახლეს, თუმცა თქვა, რომ საქმის გარემოებები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

26 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ, რომელიც რამაზ თათარაშვილმა ჩაანაცვლა. თათარაშვილი მანამდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: ნინო ჩიჩუა · გამოქვეყნდა 02.11.2026, 17:03. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ