ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

სადგურის მოედანზე გადასასვლელი ხიდი დაიწვა

სადგურის მოედანზე გადასასვლელი ხიდზე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ეს საფეხმავლო ხიდი სადგურის მოედანსა და ცოტნე დადიანის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთს. ხიდის შიდა სივრცეში მოქალაქეები ძირითადად მეორადი…

სადგურის მოედანზე გადასასვლელი ხიდი დაიწვა
ფოტო: ნეტგაზეთი

02.11.202602.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

სადგურის მოედანზე გადასასვლელი ხიდზე ხანძარი გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

ეს საფეხმავლო ხიდი სადგურის მოედანსა და ცოტნე დადიანის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთს. ხიდის შიდა სივრცეში მოქალაქეები ძირითადად მეორადი ტანსაცმლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის (16:10 საათი) ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: ნინო ჩიჩუა · გამოქვეყნდა 02.11.2026, 16:09. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ