ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გააძევა

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე, 41 წლის გელა ბერიანიძე დააკავა და 1 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დატოვება აიძულა. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო მედია დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. დე ფაქტო უწყების ცნობით, ბერიანიძე 31 ოქტომბერს…

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გააძევა
ფოტო: ნეტგაზეთი

02.11.202602.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე, 41 წლის გელა ბერიანიძე დააკავა და 1 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დატოვება აიძულა. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო მედია დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დე ფაქტო უწყების ცნობით, ბერიანიძე 31 ოქტომბერს დააკავეს. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მცხოვრებია.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, ბერიანიძემ ე.წ. სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი უნებლიეთ, ლენინგორის რაიონის სოფელ ამძარინის მიმდებარედ გადაკვეთა.

უწყების ცნობით, 1 ნოემბერს ბერიანიძე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე გააძევეს.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში ასევე განაცხადეს, რომ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაძლო მიმართულებებს მუდმივად აკონტროლებენ.

საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. დაკავებულებს, როგორც წესი, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევია

ასევე:
Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: ნინო კახიშვილი · გამოქვეყნდა 02.11.2026, 16:16. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ