ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, გელა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირებდა. ამასთან, შსს-ში არ აკონკრეტებენ სად გააგრძელებს გელა…

გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
ფოტო: ამბები

გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, გელა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირებდა.

ამასთან, შსს-ში არ აკონკრეტებენ სად გააგრძელებს გელა გელაძე საქმიანობას, თუმცა აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ სტრუქტურულ ერთეულში ის არ იმუშავებს.

ცნობისთვის, გელა გელაძის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 სექტემბერს განაცხადა. მანამდე გელა გელაძე სუს-ის უფროსი იყო. სუს-ში გადასვლამდე კი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 11.02.2026, 15:47. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ