ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი კობახიძე - იმდენად თვალსაჩინოა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი, რომ ჩვენ ბოლომდე ვართ წელში გამართულები

იმდენად თვალსაჩინოა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი, რომ ჩვენ ბოლომდე ვართ წელში გამართულები,

ირაკლი კობახიძე - იმდენად თვალსაჩინოა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი, რომ ჩვენ ბოლომდე ვართ წელში გამართულები
ფოტო: ინტერპრესნიუსი

02.11.2026 / 15:29

ირაკლი კობახიძე - იმდენად თვალსაჩინოა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი, რომ ჩვენ ბოლომდე ვართ წელში გამართულები

იმდენად თვალსაჩინოა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი, რომ ჩვენ ბოლომდე ვართ წელში გამართულები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვის პროცესს გამოეხმაურა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ აღიარა 2012 წლის შემდეგ ჩატარებული არცერთი არჩევნების შედეგები. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა მცდელობა 2012 წელსაც არ ეღიარებინა მის მიერვე ჩატარებული არჩევნების შედეგები და მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც მიხეილ სააკაშვილმა სენატორების გზავნილები მიიღო.

„ყველა დააკვირდეს საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის განვითარებას. პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური ჩარევის მცდელობა, კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში და ახლა პოლიტიზების მცდელობა უკვე სტრასბურგის სასამართლოს ხსენებით, ეს არასწორია. პოლიტიკოსები უნდა მოერიდონ საუბარს კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე და ზოგადად მართლმსაჯულებაზე, ეს არ არის მათი საქმე. მათი საქმეა დააკვირდნენ მოვლენების განვითარებას. თუ სამართლებრივი შეფასებები აქვთ, სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინონ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ნუ გამოდიან უხეში პოლიტიკური გზავნილებით!

ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. იმდენად თვალსაჩინოა და იმდენად მკაფიოა სარჩელის დასაბუთება, რომ, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის ვართ მომზადებული. გვერდზე რომ გადავდოთ წმინდა იურიდიული მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა ვხედავთ რას, რომ 2012 წელს როცა ჩატარდა არჩევნები და ეს არჩევნები წააგო „ნაცმოძრაობამ“, მაშინდელ რეჟიმს ჰქონდა მცდელობა არ ეღიარებინა მის მიერვე ჩატარებული არჩევნების შედეგები. გახსოვთ სენატორების განცხადება, სენატორები მივიდნენ სააკაშვილთან და მხოლოდ სენატორების გზავნილების შემდეგ აღიარა მის მიერვე ჩატარებული არჩევნების შედეგები მიხეილ სააკაშვილმა. ამის მერე იყო 2016 წლის არჩევნები, როდესაც ამ „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ სცადა შედეგების არ აღიარება. შემდეგ იყო 2020 წელი, როცა ასევე სცადა შედეგების არ აღიარება და 2024 წელი, როცა სცადა შედეგების არ აღიარება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ხდებოდა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. იმდენად თვალსაჩინოა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი, რომ ჩვენ ბოლომდე ვართ წელში გამართულები.

რაც შეეხება ამ პროცესის მიმართ კითხვებს, კითხვები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მანამდე მხარს უჭერდნენ „მოლოტოვის კამპანიას“. ზოგადად, ვსაუბრობ ევროპულ ბიუროკრატიაზე, ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა „მოლოტოვის კოქტეილს“და იგივე ადამიანები დღეს უკვე გამოდიან პოლიტიკური გზავნილებით კონსტიტუციური მართლმსაჯულების წინააღმდეგ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 02.11.2026, 15:29. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ