პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში
02.11.2026 / 15:31
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 23 აპრილს, თბილისში, ანგარებით, ფულის და პირადი ნივთების დაუფლების მიზნით, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 23 აპრილს, თბილისში, ანგარებით, ფულის და პირადი ნივთების დაუფლების მიზნით, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ნ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ანგარებით) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
SAY.GE · დამამძიმებელ (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

